ფედერაციული სახელმწიფო

ფედერაციული სახელმწიფო
ზუსტი დეფინიციის მოცემა, რომელსაც ფედერაციული სახელმწიფო ჰქვია, არც ისე მარტივია. როგორც წესი, იგი ყოველთვის აბსტრაქტულად და არაერთმნიშვნელოვნად განიმარტება. ფედერაციული სახელმწიფოს ცნებასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ყველა კულტურული ერის სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის, საკონსტიტუციო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მეცნიერები (ამასთანავე, გერმანელ სწავლულებს აქ უდავოდ წამყვანი როლი აქვთ შესრულებული). ჯერ კიდევ 1920 წელს გამოქვეყნდა ცნობილი გერმანელი მეცნიერის და მე-20 საუკუნეში ფედერაციული სახელმწიფოს თეორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევრის ნავიასკის წიგნი „ფედერაციული სახელმწიფო როგორც სამართლებრივი ცნება“. ფედერალიზმის პრობლემების ანალიზის შემდეგ ნავიასკი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფედერალური სახელმწიფოს ცნებაში საერთოდ შეუძლებელია რაიმე სიცხადის შეტანა. ავტორი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოთა ყველა კავშირი, გაერთიანება შესაძლებელია დახასიათდეს როგორც ფედერალური ან ფედერაციული. მაგალითად, სახელმწიფოთა გაერთიანების, კავშირის ცნება მოიცავს როგორც სახელმწიფოთა კავშირს (სახელმწიფოთა ფედერაცია), ისე საკავშირო სახელმწიფოს (ფედერაციული სახელმწიფო) ცნებებს. ნავიასკი აღნიშნავს, რომ სიტყვა „ფედერალიზმი“ წმინდა დესკრიფციული მნიშვნელობისაა და გვხვდება სოციალურ, სამეურნეო, სულიერ-კულტურულმსოფლმხედველობით და, ბოლოს, სახელმწიფო-სამართლებრივ სფეროში.ფედერაციული სახელმწიფოს შედარებით ეკონომიური დეფინიციის მოცემა სცადა გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ. სასამართლოს განმარტებით, ფედერაციული სახელმწიფოს არსებით ნიშნად მიჩნეულია ის ფაქტორი, რომ ფედერაციის სუბიექტები „ნამდვილ სახელმწიფოებს“ წარმოადგენენ, ე. ი. ისინი დამოუკიდებლად ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლებას (რითაც ფედერაციული სახელმწიფო არსებითად განსხვავდება დეცენტრალიზებული უნიტარული სახელმწიფოსაგან). ამავე დროს, ფედერაციულ სახელმწიფოში სუვერენიტეტის მქონეა ცენტრალური სახელმწიფო (რითაც ფედერაციული სახელმწიფო განსხვავდება საერთაშორისო-სამართლებრივი გაერთიანებისაგან). ფედერაციული სახელმწიფოს სტრუქტურული ნიშნები: 1. ფედერაციული სახელმწიფო არის ტერიტორიულ ერთეულებად დაყოფილი სახელმწიფო. ფედერაცია წარმოადგენს ავტონომიური გაერთიანებების კავშირს უფრო დიდ, საერთო ფუნქციებისა და საერთო ორგანოების მქონე, დამოუკიდებლად მოქმედ ერთობასთან. 2. ფედერალიზმისათვის დამახასიათებელია განუყოფელი პლურალიზმი, ერთი მხრივ, ფედერაციის პოლიტიკურ ერთიანობასა და ცენტრისკენულობას, ხოლო მეორე მხრივ, ფედერაციის სუბიექტთა პოლიტიკურ მრავალფეროვნებასა და ცენტრიდანულობას შორის. 3. ფედერაციული სახელმწიფოს წევრებს შორის ურთიერთობა ემყარება კოოპერაციისა და კოორდინაციის პრინციპებს, და არა მკაცრ იერარქიულ დაქვემდებარებას (აღსანიშნავია, რომ არც ფედერაციული სახელმწიფოს გერმანული მოდელი და არც გერმანული თეორია არ ეთანხმება დეცენტრალიზაციის ასეთ გაგებას). 4. ერთიანი, ფედერალური პოლიტიკური წესრიგის შემადგენელი ერთეულები მონაწილეობენ საერთო-სახელმწიფო უფლებამოსილებათა განხორციელებაში. ფედერაციის სუბიექტი შედარებით ნაკლებად არის დამოკიდებული ცენტრზე როგორც უფლებამოსილებათა და განსაკუთრებით ფინანსების გამიჯვნის გზით, ისე დავის გადაწყვეტის განსაკუთრებული პროცედურის მეშვეობით. 5. ფედერაციის სუბიექტებს განსაზღვრული პოლიტიკური ავტონომია აქვთ. 6. ფედერაციის სუბიექტები ფედერალური ნების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობენ ფედერალური პარლამენტის მეორე პალატის მეშვეობით. 7. ფედერალური მოდელის აღნიშნული ელემენტები განმტკიცებულია კონსტიტუციით და, მაშასადამე, გართულებულია მათი შეცვლის პროცედურა. 8. ფედერაციულ სახელმწიფოში მოქმედებს პოტენციური კონფლიქტების გადაწყვეტის სამართლებრივი მექანიზმი, უწინარეს ყოვლისა, ფედერალური დავის სასამართლო წესით გადაწყვეტის სახით. ფედერაციული სახელმწიფოს არსებითი ნიშანია ის, რომ ფედერალიზმი ახორციელებს ცენტრალური (ნაციონალური) და სუბნაციონალური (დეცენტრალიზებული) პოლიტიკური ერთობების ინტეგრირებას. ფედერაციული სახელმწიფოს თეორიის ჩამოყალიბება უკავშირდება გერმანელი სახელმწიფო მოღვაწის რუდოლფ ჰუგოს (1630-1704 წწ.) სახელს, რომელმაც, 1661 წელს გამოქვეყნებულ დისერტაციაში17, მეცნიერებაში პირველად შემოიღო „ფედერაციული სახელმწიფოს“ ცნება. ჰუგომ, უნიტარული სახელმწიფოს და სახელმწიფოთა კავშირის ცნებათა გვერდით, პირველმა ჩამოაყალიბა რთული ანუ ფედერაციული სახელმწიფოს ცნება. 18 ჰუგოს აზრით, გერმანიის იმპერია წარმოადგენდა რთულ სახელმწიფოს (res-publica composita) da ორი სახელმწიფო დონის სისტემას (duplex regimen), რომლის შემადგენელი ერთეულებიც, თავის მხრივ, ასევე სახელმწიფოს წარმოადგენდნენ.თავის ნაშრომში ჰუგომ სცადა აეხსნა, ერთიან სახელმწიფოსა და მის შემადგენლობაში გაერთიანებულ სახელმწიფოებს შორის არსებული განსხვავების არსი და დაესაბუთებინა მათ შორის ხელისუფლების დანაწილების შესაძლებლობა. ჰუგო ერთმანეთისაგან განასხვავებდა სახელმწიფოთა კავშირს და ფედერაციულ სახელმწიფოს. ნიდერლანდების კავშირის, შვეიცარიის კავშირისა და გერმანიის ტერიტორიულ-სახელმწიფო სტრუქტურების შედარებითი ანალიზის შემდეგ ჰუგო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფოთა კავშირის წევრები ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას და თვითმყოფადობას, მაშინ როცა ფედერალურ კავშირში გაერთიანებული ცალკეული სახელმწიფოები ემორჩილებიან ცენტრალურ ხელისუფლებას. ჰუგო ასევე იცნობდა სუბსიდიარობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მხოლოდ ის უფლებამოსილება, რომლის რეალიზაციაც ამ დონეზე უფრო მისაღებია, ვიდრე სხვა, უფრო მაღალ ან დაბალ დონეებზე. ჰუგოს აზრით, სახელმწიფო უფლებამოსილებათა დანაწილებას არ გააჩნია აბსოლუტური ხასიათი, და შესაძლებელია (ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სასურველიც), რომ ამ სისტემაში მოხდეს გარკვეული ცვლილებები. ჰუგო მიიჩნევდა, რომ ამ შემთხვევაში უფრო მთავარია კომპეტენციების გადანაწილების პროცესის დინამიკური ხასიათის უზრუნველყოფა.ბოდენის და ჰობსის მოძღვრებებზე დაყრდნობით პუფენდორფი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოს არსი განისაზღვრება სახელმწიფო ხელისუფლების აბსოლუტური ერთიანობით და ნებისმიერი სხვა ინსტიტუტებისაგან სრული დამოუკიდებლობით. პუფენდორფი კატეგორიულად უარყოფდა რამდენიმე სახელმწიფოსაგან შემდგარი სახელმწიფოს იდეას და მსგავს დებულებას განიხილავდა, როგორც ცონტრადიცტიონ ინ ადჯეცტოპუფენდორფის აზრით, სახელმწიფოთა კავშირი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მხოლოდ სუვერენულ სახელმწიფოებს შორის. პუფენდორფს დაწვრილებით აქვს განხილული კონფედერაციული სახელმწიფოს იურიდიული ასპექტები. თუ ჰუგო ფედერაციული სახელმწიფოს თეორიის ფუძემდებელია, პუფენდორფი შეიძლება მივიჩნიოთ სახელმწიფოთა კავშირის, კონფედერაციის თეორიის მამამთავრად. პუფენდორფის შეხედულებებმა (გარკვეულწილად ავტორის დიდი ავტორიტეტის გამოც) დიდი აღიარება პოვა იმ პერიოდის სამეცნიერო ლიტერატურაში. რთული, ფედერაციული სახელმწიფოს შესახებ ჰუგოს მიერ განვითარებული მოძღვრება თანდათანობით დავიწყებას მიეცა და აღორძინდა მხოლოდ მოგვიანებით, მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. ფედერაციულ სახელმწიფოს და სახელმწიფოთა კავშირს (კონფედერაციას) ერთმანეთისაგან განასხვავებდა გიოტინგენში მოღვაწე იურისტი პიუტერი (1725-1807 წწ). კონფედერაციას პიუტერი განიხილავდა როგორც ურთიერთდაკავშირებულ სახელმწიფოთა გაერთიანებას. ფედერაციული სახელმწიფო, პიუტერის აზრით, წარმოადგენს სახელმწიფოებისაგან შემდგარ სახელმწიფოს (Staatenstaat). პიუტერს შესაძლებლად მიაჩნდა ერთიანი სახელმწიფოს და მის შემადგენლობაში მყოფ, ცალკეულ სახელმწიფოებს შორის ხელისუფლების დანაწილება. ჰუგოს დებულებებთან მთელი რიგი მსგავსებების მიუხედავად, პიუტერი დარწმუნებული იყო, რომ მან თავისი შეხედულებები განავითარა სრულიად დამოუკიდებლად. ამიტომ პიუტერის ნაშრომებში არ გვხვდება არანაირი მითითება არც ალტუზიუსზე და არც ჰუგოზე. ფედერაციული სახელმწიფოს თეორიას პიუტერი ავითარებდა გერმანიის იმპერიის მაგალითზე და ეს უკანასკნელი მიაჩნდა იდეალურ ფედერალურ გაერთიანებად.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Полезное


Смотреть что такое "ფედერაციული სახელმწიფო" в других словарях:

  • ფედერაციული სახელმწიფოს ტერიტორია — მოიცავს ფედერაციის სუბიექტთა ტერიტორიის ერთობლიობას. ეს წესი მოქმედებს გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებსა და ზოგიერთ სხვა ფედერაციულ სახელმწიფოში. ამავე დროს, ზოგიერთი ფედერაციული სახელმწიფო იცნობს ფედერალური… …   Georgian encyclopedia

  • სამწევრიანი ფედერაციის თეორია — ამ თეორიის მიხედვით, ფედერაციული სახელმწიფო მოიცავს სამი წევრისაგან შემდგარ სახელმწიფო (სამართლებრივ) სისტემას: 1. ერთიან მართლწესრიგს (საერთო კონსტიტუცია), 2. ფედერალურ მართლწესრიგს და 3. ფედერაციის სუბიექტების მართლწესრიგს. ამასთანავე,… …   Georgian encyclopedia

  • კონფედერაცია — მყიფე გაერთიანება, იგი არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს და ყალიბდება განსაზღვრული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და არა ხანგრძლივი ვადით. კონფედერაციის მაგალითია შვეიცარია 1803 1815 და 1815 1848 წლებში, აშშ 1776 1787 წლებში, გერმანიის …   Georgian encyclopedia

  • რუსოს იდენტურობის თეორია — 1. რომანულ რესპუბლიკური ტრადიციების მიხედვით, სახელმწიფო წარმოადგენს საზოგადოებრივი ხელშეკრულებისა და თავისუფალ, თანასწორ მოქალაქეთა საერთო ნების გამოხატულებას. ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბებული უნიტარული სახელმწიფო „განუყოფელია“ და… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»